ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს, მერისა და პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები

15 ივნისი, 2010 • 1405
თბილისის საკრებულოს, მერისა და პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები

პროპორციული წესით თბილისის საკრებულოში 25 მანდატი ცესკოს საბოლოო შედეგების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

1

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

52.5% 

14 მანდატი

2

“ალიანსი საქართველოსთვის” (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი)

17.9%

5 მანდატი

3

“გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია-ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”

12.05% 

3 მანდატი

4

,,ეროვნული საბჭო”

8.2%

2 მანდატი

5

,,თოფაძე მრეწველები”

6.2%  

1 მანდატი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე   2010 წლის 30 მაისის თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების, თბილისის  მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქები) საბოლოო შედეგები შეაჯამა.  

ცესკოს საბოლოო შეჯამებით თბილისის მერად ამომრჩეველთა 55,2%-ის მიერ არჩეულია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანდიდატი გიორგი უგულავა. თბილისის მერის არჩევნებში სულ 9 კანდიდატი მონაწილეობდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. მათგან თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობდა 3 საარჩევნო ბლოკი და 11 პოლიტიკური სუბიექტი.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნების შედეგები შეჯამებულია თითოეული საარჩევნო ოლქის მიერ. ინფორმაცია გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ ასევე განთავსებულია ცესკოს ვებ გვერდზე www.cec.gov.ge  

სამ საარჩევნო ოლქში გამართულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე დეპუტატის მანდატი მიიღეს მაჟორიტარობის შემდეგმა  კანდიდატებმა:

№7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი

ანდრო ალავიძე- 66.3%  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

№12 გურჯაანისა საარჩევნო ოლქი

გიორგი ჩივიაშვილი – 81% ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

№60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქი

გოჩა შანიძე – 76.3% ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1740652 (ამომრჩეველთა 49%-) ამომრჩეველმა. თბილისში  981,505 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 457,903 (46.7%).  

2010 წლის 30 მაისის არჩევნებს აკვირდებოდა 13 ათასზე მეტი საერთაშორისო  და ადგილობრივი დამკვირვებელი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში   გაატარა  36 ადგილობრივი, 28 საერთაშორისო  და 54 მედია საშუალება.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი