ახალი ამბები

ლევან იოსელიანის ნაცვლად პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი გახდა

21 მარტი, 2023 • 838
ლევან იოსელიანის ნაცვლად პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი გახდა

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან იოსელიანის ნაცვლად პარტია „მოქალაქეების“ სიით ქეთევან თურაზაშვილი გახდა.

დღეს, 21 მარტს, პარლემენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს ქეთევან თურაზაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას.

რაც შეეხება ლევან იოსელიანს, ის პარლამენტმა სახალხო დამცველად 7 მარტს აირჩია.

2020 წლის თებერვლიდან ქეთევან თურაზაშვილი ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის აპარატს.

მასალების გადაბეჭდვის წესი