ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრი მის შეცვლაზე ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს

20 მარტი, 2023 • 910
ჯანდაცვის მინისტრი მის შეცვლაზე ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სპეკულაციას უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ფინანსთა მინისტრად დაინიშნოს, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს კი თეა წულუკიანი ან ილია ღუდუშაური დაიკავებს.

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან დიდი რეფორმები ჯანდაცვის სისტემაში ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებისა და კლინიკური სექტორის მოწესრიგების კუთხით. რასაკვირველია, მესმის, რომ დაურეგულირებელი ბაზარი გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იძლეოდა. სამწუხაროდ, ეს, საბოლოო ჯამში, გვაძლევდა მიუღებელ ხარისხს და დიდ ფასებს ფარმაცევტულ სექტორში. აქედან გამომდინარე, მესმის, რომ ეს სპეკულაციები, რაც შეიძლება არსებობდეს ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ და ა.შ., ეს ყველაფერი მოდის აქედან. პრემიერ-მინისტრმაც დაგიდასტურათ, რომ ასეთი ცვლილებები არ იგეგმება“, — განაცხადა აზარაშვილმა.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო ცვლილებაზე ინფორმაცია ტყუილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი