ახალი ამბები

ჩხენკელი ქუთაისის უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნება – მთავრობა

20 მარტი, 2023 • 586
ჩხენკელი ქუთაისის უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნება – მთავრობა

განათლების აწ უკვე ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნება.

ამის შესახებ ცნობას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

როგორც პრესრელიზში წერია, ჩხენკელი დღეს გამოემშვიდობა პრემიერ-მინისტრს და თქვა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო ღარიბაშვილის გუნდში მუშაობა.

მანამდე მედიის ნაწილი, მათ შორის სამთავრობო „იმედი“, წერდა, რომ განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს შეცვლის დეპუტატი გიორგი ამილახვარი. ამ დროისთვის ამილახვარი  დეპუტატია “ქართული ოცნებიდან” და პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი