ახალი ამბები

ბუტიკოფერი: ქართველმა ხალხმა იცის, რომ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ იქცა

15 მარტი, 2023 • 2050
ბუტიკოფერი: ქართველმა ხალხმა იცის, რომ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ იქცა

ევროპარლამენტარი რაინჰარდ ბუტიკოფერი საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას მოუწოდებს კოლეგებს, განიხილონ ზომები, რომელიც ჯერჯერობით დღის წესრიგში არაა, მათ შორის — სანქციები.

ევროპარლამენტარის თქმით, ქართველი ხალხი ევროპული პერსპექტივისთვის ბრძოლაში მარტო არ უნდა დარჩეს:

„ქართველმა ხალხმა იცის, რომ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ იქცა. ქართველი ხალხი მარტო არ უნდა დავტოვოთ ევროპული პერსპექტივისთვის ბრძოლაში. ამიტომ უნდა განვიხილოთ ზომები, რომლებიც ახლა მაგიდაზე არ დევს. გავაგრძელებთ განვითარებაზე თანამშრომლობას პირობითობის გარეშე? გავაგრძელებთ სანქციების განხილვის უარყოფას? ეს არ უნდა გავაკეთოთ და უნდა ვიბრძოლოთ სააკაშვილის გასათავისუფლებლად“, — აცხადებს ევროპარლამენტარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი