ახალი ამბები

კრამონი: ნიღბები ჩამოხსნილია, მთავრობა საქართველოს ევროპულ მომავალს საბოტაჟს უწყობს

14 მარტი, 2023 • 1041
კრამონი: ნიღბები ჩამოხსნილია, მთავრობა საქართველოს ევროპულ მომავალს საბოტაჟს უწყობს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟისთვის და მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას:

„ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია, საქართველოს მთავრობა მოწადინებულია, საბოტაჟი მოუწყოს ქვეყნის ევროპულ მომავალს. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ამას არ ეგუება. არ არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველო დაბრუნდეს რუსულ ჭაობში, ავტოკრატიაში მხოლოდ ერთი გზა არსებობს, წინ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმდენად განსხვავდება მისი მთავრობისგან, ყველა ქუჩაში გაეშურ,ა რათა მათი ხმა გაეგონათ თბილისში, ბრიუსელში და განსაკუთრებით მოსკოვში.

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეკრებილებმა ხმა აიმაღლეს საქართველოს მოსახლეობის 90%-ის სახელით. ვერ ჩამორეცხავ ევროპულ იდენტობას წყლის ჭავლით, ევროკავშირის დროშის დაწვა არ დაწვავს ევროპას ქართველთა გულებში. საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს მთავრობისგან, რომ უზრუნველყოს ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. მიუხედავად ამისა, მთავრობა კონსტიტუციაზე წინ ოლიგარქის ინტერესებს აყენებს. როდესაც ძალაუფლების მქონენი ღალატობენ საკუთარ ხალხს, ეს ხალხი საკუთარი ძალის დემონსტრირებას მოახდენს. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას მაშინაც კი, თუ ამას მისი მთავრობა არ იმსახურებს“, — ამბობს ევროპარლამენტარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი