ახალი ამბები

„არ იყო ლამაზი სურათი, მაგრამ ეს იზოლირებული ინციდენტია“ — ზიბერტი EU-ს დროშის დაწვაზე

14 მარტი, 2023 • 685
„არ იყო ლამაზი სურათი, მაგრამ ეს იზოლირებული ინციდენტია“ — ზიბერტი EU-ს დროშის დაწვაზე

„არ იყო ლამაზი სურათი, მაგრამ ეს იზოლირებული ინციდენტია“, — ასე შეაფასა თბილისში ევროკავშირის რეგიონულ ამბასადორიალზე ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა მიხაილ ზიბერტმა ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფ „ალტ-ინფოს“ მიერ პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა.

„მე პირადად მინახავს ბევრი ვიდეო ბოლო კვირის და 10 დღის განმავლობაში, სადაც ევროპის დროშა ფრიალებს ძალიან გაბედულ მომენტებში. ვნახე, როგორ ფრიალებს ევროკავშირის დროშა წყლის ჭავლის წინააღმდეგ — ეს არის სურათი, რომელიც ჩემს გონებაში რჩება“, — განაცხადა ზიბერტმა.

დღეს, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ სახელმწიფოს მიერ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრორუსულმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშის დაწვა მაინც შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი