ახალი ამბები

თუ გუნდში რაიმე გადაადგილება იქნება, გავაზიარებთ ინფორმაციას — კობახიძე

14 მარტი, 2023 •
თუ გუნდში რაიმე გადაადგილება იქნება, გავაზიარებთ ინფორმაციას — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობაში ყველაფერი ძალიან კარგად არის და თუ რაიმე გადაადგილება იქნება, ამაზე ინფორმაციას მაშინ გაავრცელებენ, როცა საჭირო იქნება.

ასე უპასუხა მან კითხვას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ქართული ოცნების“ დატოვებას აპირებენ ვლადიმერ ჩაჩიბაია, დავით სერგეენკო და გიორგი ხელაშვილი, კობახიძე კი მათ სთხოვს, რომ „ოცნების“ დატოვების შემთხვევაში, საპარლამენტო მანდატებიც დათმონ.

სწორედ აღნიშნულმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი რუსულ კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭისყრაზე.

„ზოგადად, უმრავლესობაში გუნდში ყველაფერი ძალიან კარგად არის. თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, ამასთან დაკავშირებით გაგიზიარებთ ინფორმაციას. თუ გუნდში იქნება რაიმე გადაადგილება, იქნება ეს პარლამენტი, მთავრობა თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავუზიარებთ საზოგადოებას ინფორმაციას, როცა საჭირო იქნება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი