ახალი ამბები

კლიჩკო კალაძეს: მნიშვნელოვანია იყო ხალხთან და მოუსმინო მათ

8 მარტი, 2023 • 2667
კლიჩკო კალაძეს: მნიშვნელოვანია იყო ხალხთან და მოუსმინო მათ

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მიმართავს თბილისის მერ კახა კალაძეს და მას ურჩევს, რომ ხალხს მოუსმინოს.

ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა კლიჩკოს უთხრა, რომ კახა კალაძე მხარს უჭერს რუსულ კანონს, რომლის გამოც თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა.

„მე არ ვარ მისი მწვრთნელი. მე ვეტყვი მას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იყო ხალხთან. ძალიან მნიშვნელოვანია მოუსმინო ადამიანებს. ხალხთან ერთად ყოფნა არის ჩემი რჩევა და გამოსავლის მოძებნაა მნიშვნელოვანი. იმედია, მშვიდობიანი გამოსავალი იქნება მოძებნილი. იმ შემთხვევაში მოხდება ეს, თუ მთავრობა მოუსმენს ხალხს, რაც უმნიშვნელოვანესია“,- განაცხადა კლიჩკომ, რომლის საუბრის თარგმანსაც „ფორმულა“ ავრცელებს.


საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს საპარლემენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ რუსულ კანონპროექტს, რომელიც 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღეს. 7 მარტს მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ  წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი