ახალი ამბები

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვას დღესვე იწყებს

7 მარტი, 2023 • 923
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვას დღესვე იწყებს

პარლამენტი „აგენტების“ შესახებ კანონპროექტების განხილვას დაანონსებული ხუთშაბათის ნაცვლად დღესვე იწყებს.

„არ არის დასამალი, რომ იყო საბოტაჟის რისკი სახალხო დამცველის განხილვასთან დაკავშირებით. ამიტომ გადაწყვეტილი გვაქვს, კანონპროექტი, რომელზეც სპეკულაციური ვნებათაღელვა შექმნეს ქვეყანაში, გამოგვეტანა ხუთშაბათს, მაგრამ ხუთშაბათსაც არ გამოვრიცხავთ, რომ იგივე იყოს და ე.წ. ფილიბასტერით რაღაც ტრიუკები მოაწყონ. თავდაცვის კოდექსისთვის გვქონდა დღევანდელი დღე, მაგრამ ვერ მოესწრო და კომიტეტს გადაუწყვეტია, არ განიხილონ. ამიტომ გთავაზობთ, რომ დავიწყოთ განხილვა აგენტების ამერიკული კანონის და გავაგრძელოთ ხუთშაბათს“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მანვე გუშინ, 6 მარტს თქვა, ორმ პარლამენტი “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს 9 მარტის პლენარულ სხდომაზე განიხილავდა.

„ქართული ოცნების“ წევრებმა რუსული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მას შემდეგ დააანონსა, რაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაიშალა.

რუსულ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილავენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი