საზოგადოება

პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ მომიტინგეები დააკავა

2 მარტი, 2023 • 812
პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ მომიტინგეები დააკავა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელებმა მომიტინგეები დააკავეს. დაკავების მიზეზი და დაკავებულთა რაოდენობა უცნობია.

საკანონმდებლო ორგანოსთან მრავლად არიან პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის – ნიღბიანები. დეპუტატ თამარ კორძაიას განცხადებით, პარლამენტთან მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. ამჟამად აქცია მიმდინარეობს პარლამენტის ორ შესასვლელთან – ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩების მხრიდან.

ამას წინ უძღოდა აქციის მონაწილებიის განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობაზე. აქციაზე მოქალაქეები „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონს აპროტესტებდნენ.

კომენტარის მისაღებად „ნეტგაზეთი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.

უწყებამ აგრეთვე გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, „არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“ და აფრთხილებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, „არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი