თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომაორეობიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

როგორც „ნეტგაზეთს“ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, სააპელაციო სასამართლომ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.

ხაჭაპურიძის თქმით, ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვის თაობაზე.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის გადავადების ან/და გათავისუფლების შესახებ.

მოსამართლემ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა