ახალი ამბები

ვიწყებთ კამპანიას „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“ – ვაშაძე

2 მარტი, 2023 • 922
ვიწყებთ კამპანიას „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“ – ვაშაძე

24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფის წევრები იწყებენ კამპანიას „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“. ამის შესახებ მათ დღეს, 2 მარტს გამართულ  ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ არათუ არ ასრულებს ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, არამედ რუსული კანონის მიღებას გეგმავს, რომელზეც მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას.

„ამიტომ ერთადერთი გზა არის, რომ ჩვენ ჩვენი საერთო მანდატით – ქართველი ხალხის მანდატით, პირდაპირ დავიწყოთ საუბარი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. ჩვენ დავიწყებთ კამპანიას მილიონი ხელმოწერის შეგროვებაზე და ეს მილიონი ხელმოწერა ჩავა ვაშინგტონში, ევროპულ დედაქალაქებსა და ბრიუსელში. ამით მკაფიოდ გამოვხატავთ ქართველი ხალხის აზრს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, იმსახურებს ნატო-ს წევრობას და საქართველო დგას ცივილიზებული სამყაროს გვერდით და ვერც ერთი ხელისუფლება და პოლიტიკური დაჯგუფება, რაც არ უნდა მიბმული იყოს რუსეთთან, ვერ გადაგვაფიქრებინებს ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, უახლოეს დღეებში ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი