ახალი ამბები

სულ მცირე, 58 ადამიანი ემსხვერპლა გემის ჩაძირვას იტალიის სანაპიროსთან

26 თებერვალი, 2023 • 778
სულ მცირე, 58 ადამიანი ემსხვერპლა გემის ჩაძირვას იტალიის სანაპიროსთან

სულ მცირე, 58 ადამიანი დაიღუპა იტალიის სამხრეთში, ქალაქ კროტონეს სანაპიროსთან მიგრანტთა გემის ჩაძირვის შედეგად.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ტრაგედიას 80 ადამიანი გადაურჩა ცოცხლად, მათმა ნაწილმა გემის ჩაძირვის შემდეგ ნაპირამდე გაღწევა დამოუკიდებლად შეძლო.

წინასწარი ინფორმაციით, მცირე ზომის გემზე 150 მიგრანტი იყო, ძირითადად, ავღანეთის, სომალის, ირანისა და პაკისტანის მოქალაქეები. ისინი საკუთარი ქვეყნებიდან რეპრესიებს და მძიმე პირობებს გამოექცნენ.

იტალიის ხელისუფლების ცნობით, გემი იტალიის მიმართულებით თურქეთის ქალაქ იზმირიდან დაიძრა.

აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში აღმოცენებული სისხლიანი კრიზისიებს შედეგად მილიონობით ადამიანმა სწორედ ხმელთაშუა ზღვით მიაშურა ევროპას. როგორც BBC მონიტორინგის ჯგუფებზე დაყრდნობით იტყობინება, 2014 წლიდან დღემდე, ცენტრალურ ხმელთაშუაზღვისპირეთში 22 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ფოტოზე: ტრაგედიის ადგილი იტალიის სანაპიროზე. 26 თებერვალი, 2023. EPA-EFE/GIUSEPPE PIPITA

მასალების გადაბეჭდვის წესი