უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არსებობს დასავლური ავიაგამანადგურებლების, F-16-ის მიღების შანსები.
უკრაინა დიდი ხანია, დასავლელი პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას ითხოვს. თვითმფრინავების გადაცემაზე ჯერ თანხმობა არ განუცხადებია პოლონეთს, თუმცა თქვეს, რომ მზად არიან, უკრაინას მიაწოდონ სხვა, ნებისმიერი სახის სამხედრო ტექნიკა და სამხედრო თვითმფრინავი, გარდა F-16-სა. თუმცა, პოლონურმა მხარემ დაადასტურა, რომ ისინი მზად არიან, F-16-ის მართვაში წვრთნები ჩაუტaრონ უკრაინელ პილოტებს.
ზელენსკიმ 24 თებერვალს აღნიშნა:
„ჩვენ გვაქვს რეალური შანსი ევროპის დამატებით სამ ქვეყანასთან — არ ვიტყვი, რომლებთან — გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ წვრთნები და თვითმფრინავები.“
დღესვე ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინას 14 „ლეოპარდ 2-ის“ ნაცვლად, 18 ტანკს მიაწვდის. გარდა ამისა, შვედეთმაც გამოაცხადა, რომ ისიც მისცემს უკრაინას მსგავსი მოდელის 10-მდე ტანკს და დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემასაც მიაწვდის.