ახალი ამბები

ოჯახის გამოსახლების საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო

24 თებერვალი, 2023 • 1134
ოჯახის გამოსახლების საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო

თბილისში, არდაზიანის ქუჩიდან 8-სულიანი ოჯახის იძულებით გამოსახლების შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღსრულების ბიუროს თანამშრომლების მიმართ  გამოძიება დაიწყო.

ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით.

23 თებერვალს არდაზიანის ქუჩაზე, კერძო სახლში მცხოვრები ოჯახი აღსრულების პოლიციამ იძულების წესით გამოასახლა. კადრების მიხედვით, ძალოვნებმა სახლის კარი უროთი შეამტვრიეს და არაერთი ადამიანი დააკავეს.

ვრცლად წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი