ახალი ამბები

კასიანოვი: თბილისში, უკრაინის საელჩოსთან პრორუსების რეგულარული აქციებია

24 თებერვალი, 2023 • 1181
კასიანოვი: თბილისში, უკრაინის საელჩოსთან პრორუსების რეგულარული აქციებია

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრეი კასიანოვის თქმით, უკრაინული მხარის მიერ ყველა შესაბამისი მოსამზადებელი ნაბიჯი გადადგმულია საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით.

თუმცა კასიანოვმა აღნიშნა, რომ საკითხი უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს განეკუთვნება.

„თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ უკრაინის მიმართ „ქართული ოცნების“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით, ასევე, პრორუსული ძალების მიერ საქართველოში უკრაინის საელჩოსთან ორგანიზებული რეგულარული ანტიუკრაინული აქციებით“, — განაცხადა კასიანოვმა და დასძინა, რომ ბოლო ასეთი აქცია 20 თებერვალს შედგა.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი 2022 წლის პირველ მარტს გაიწვია და მიზეზად დაასახელა ქართული მხარის მიერ „მოხალისეების არგაშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“.

ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია

მასალების გადაბეჭდვის წესი