ახალი ამბები

დღეს თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართება

24 თებერვალი, 2023 • 2936
დღეს თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს, 24 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისში, პარლამენტთან, უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართება.

აქციას შეუერთდებიან თბილისში მცხოვრები უკრაინელი აქტივისტებიც, რომლებიც რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, აქ მცხოვრები უკრაინელები ვერთიანდებით და გავმართავთ აქციას პარლამენტთან 19:00 საათზე. 24 თებერვალი არის დღე, როდესაც პუტინის რუსეთმა სასტიკი დამპყრობლური ომი დაიწყო უკრაინაში. ეს ომი დღემდე გრძელდება და აუცილებლად დასრულდება უკრაინის და უკრაინელების მხარდამხარ მებრძოლი ქართველი გმირების გამარჯვებით.

ქართველ ხალხს კარგად გვესმის ამ ბოროტებასთან ბრძოლის ფასი, თავისუფლების ფასი, ღირსების ფასი, მტერზე გამარჯვების ფასი. ამიტომ ქართველი ხალხი ომის დაწყების წუთიდან განსაკუთრებულად სოლიდარულები ვართ გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინის მიმართ. 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს, გავერთიანდებით და კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერას გამოვუცხადებთ თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის მებრძოლ გმირებს.

გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად ჩვენი გმირებისთვის, ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, უკრაინისთვის, საქართველოსთვის! 24 თებერვალს ვაჩვენოთ, სად არის საქართველო და რა არის საქართველო“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი