ახალი ამბები

მეტროსადგურები “ახმეტელის თეატრი” და “სარაჯიშვილი” მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება — TTC

23 თებერვალი, 2023 • 1102
მეტროსადგურები “ახმეტელის თეატრი” და “სარაჯიშვილი” მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება — TTC

ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურები “ახმეტელის თეატრი” და “სარაჯიშვილი” მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

“შეფერხება გამოიწვია მს „ახმეტელის თეატრის“ ჩიხში ტექნიკურმა პრობლემამ. ადგილზე იმყოფება კომპანიის შესაბამისი სამსახურები ხარვეზის დროული აღმოფხვრის მიზნით.

მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში მს „ვარკეთილიდან“ მს „გურამიშვილამდე“ და პირიქით. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” — წერს კომპანია.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის აღმოიფხვრება ხარვეზი.

განახლება:

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა – TTC

მასალების გადაბეჭდვის წესი