თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა – TTC
მეტროსადგურებმა „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში განაახლა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია(TTC) ავრცელებს. “შეფერხება გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” — დასძენს კომპანია. 23 თებერვლის საღამოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მოქალაქეებს აუწყა, რომ ტექნიკური შეფერხების გამო მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებოდნენ.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed