ახალი ამბები

ვაპირებ, რომ მივიდე 24 თებერვლის აქციაზე – ლილუაშვილი

23 თებერვალი, 2023 • 867
ვაპირებ, რომ მივიდე 24 თებერვლის აქციაზე – ლილუაშვილი

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ხვალ, 24 თებერვალს, დაგეგმილ აქციაზე მისვლას აპირებს.

რაც შეეხება მის პარტიას, ბექა ლილუაშვილის თქმით, აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად მიიღებს.

„მე პირადად ვაპირებ, რომ მივიდე ხვალინდელ აქციაზე. პარტიას რაც შეეხება, ჩვენ ყოველთვის გვქონდა ასეთი პოზიცია ნებისმიერ აქციასთან მიმართებით, რომ ყველას თავის შეხედულების შესაბამისად შეუძლია დააფიქსიროს პოზიცია, მათ შორის ჩვენ არ ვუკრძალავთ არავის, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია შეუერთდეს პარტიიდან. მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერაა ჩემი იქ მისვლის მიზანი, მე იქ მივდივარ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას ამ ომში და უსურვებს მას გამარჯვებას“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს, 19:00 საათზე, თბილისში, პარლამენტთან, უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქციაზე დაიწყება საქველმოქმედო მარათონი უკრაინული ფონდისთვის UNBROKEN, რომლის მთავარი მიზანია აფეთქებებისგან დაშავებული სამხედროების, ქალების და ბავშვების პროთეზებისთვის ფულის შეგროვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი