ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არძინბა თბილისს ურჩევს, მალე აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა

22 თებერვალი, 2023 • 1968
არძინბა თბილისს ურჩევს, მალე აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ეხმაურება მინსკში ბელარუსის პრეზიდენტისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 21 თებერვლის განცხადებას.

“მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ყველა ძალისხმევისა, რომელიც აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ არის მიმართული, ჩვენი ქვეყანა მტკიცედ დგას საერთაშორისო კავშირების გაფრთოების გზაზე. რაც მალე გაიაზრებენ საქართველოში, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენული დამოუკიდბელი სახელმწიფოა, მით უფრო სწრაფად დავძლევთ არსებულ წინააღმდეგობებს და შევქმნით შესაბამის პირობებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ცივილიზებული ურთიერთობებისთვის”, – ამბობს არძინბა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ბელარუსში 20 თებერვალს ჩავიდნენ. აფხაზური დელეგაციის მინსკში მიღებას გუშინვე გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტი და განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი