ახალი ამბები

ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის პროთავისია – გახარია

21 თებერვალი, 2023 • 797
ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის პროთავისია – გახარია

„დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის არის პროთავისი. ის ყველას ჩამოართმევს ხელს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს არის მისი მთავარი მიზანი“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.

ამის შესახებ გახარიამ დღეს, 21 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღევანდელი სისტემა იმდენად ავტორიტარულია, რომ ევროპულ ღირებულებებთან თავსებადი არ არის და „ბუნებრივად მიდის რუსეთის მიმართულებით“.

„დღეს ამ პატარა შეშინებულ ბიჭებს[მმართველი გუნდის წარმომადგენლებს] არანაირი უნარი არ შესწევთ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებისა. ეს არის სწორედ მიუღებელი, როდესაც კულისებში დამალული ადამიანი მარიონეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებას. ეს არის კრიტიკული ხაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე გადის და სწორედ ამიტომ, ჩემს გუნდთან ერთად გადავდგამ ყველა ნაბიჯს, რომ დავიცვათ ქვეყნის ეროვნული პერსპექტივა. სხვანაირად პასუხს ვერ გავცემთ ჩვენს შვილებს“, – განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი