ახალი ამბები

კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა- აშშ-ის საელჩო

20 თებერვალი, 2023 • 1097
კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა- აშშ-ის საელჩო

“შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა”, – წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში და აქვეყნებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და სენატორები,ს ჯინ შაჰინის და დიკ დურბინის, ასევე, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის შეხვედრის ფოტოს.

“უდავოდ, ძლიერ დემოკრატიას მოაქვს კეთილდღეობა და უსაფრთხოება. მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატიას წარმატების იმედი არ აქვს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტების გასაძლიერებლად. საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რომ მიაღწიოს უფრო უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავლის მიზანს – ეს არის ის, რაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ და რასაც ისინი იმსახურებენ”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სენატორები საქართველოს გუშინ ეწვივნენ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გარდა, დღეს შეხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ სალომე სურაბიშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი