ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თურქეთთან საზღვრის გახსნის პროცესი დაჩქარდება – სომხეთის საგარეო

17 თებერვალი, 2023 • 1431
თურქეთთან საზღვრის გახსნის პროცესი დაჩქარდება – სომხეთის საგარეო

“გადაწყდა, დაჩქარდეს თურქეთთან საზღვრის გახსნის პროცესი”, – ამის შესახებ ანკარიდან დაბრუნებულმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში ჩავიდა

მირზოიანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუდ ჩავუშოღლუსთან მიღწეული შეთანხმებების შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მირზოიანის ცნობითვე, ანკარაში მხარეებმა ისაუბრეს დიალოგის პროცესის დაჩქარებასა და საზღვრების საბოლოო გახსნის პროცესზე, ასევე, ანიის ხიდის ერთობლივად აღდგენაზე, რაც სიმბოლური ნაბიჯი იქნება სომხეთ-თურქეთის ახალი ურთიერთობების დასაწყებად.

სომხური მხარის ინფორმაციით, ქვეყნებს შორის სახმელეთო გზა 2023 წლის ზაფხულამდე უნდა გაიხსნას, პირველ ეტაპზე მესამე ქვეყნის და სომხეთ-თურქეთის დიპლომატიური პასპორტის მქონე მოქლაქეებითვის.

მაშველები სომხეთიდან, რომლებიც თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქებში მუშაობენ, ოფიციალური ცნობით, სწორედ სომხეთ-თურქეთის სახმელეთო გზით დაბრუნდებიან ქვეყანაში.

რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ფაშინიანმა სამძიმარი და მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტს და ხალხს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა დიდად აფასებს სომხეთის მხარდაჭერას და ხაზი გაუსვა ამ ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის დიალოგის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისითაც.

“გულისამაჩუყებელია სომხეთის მხარდაჭერა თურქეთისადმი” – კლაარი

ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ ურთიერთობების დალაგების მზაობასთან დაკავშირებით თურქეთსა და სომხეთს არაერთი ოფიციალური განცხადება აქვთ გაკეთებული.

თურქეთთან ურთიერთობების პრობლება, ყარაბაღის კონფლიქტთან ერთად, პოსტსაბჭოთა სომხეთის საგარეო პოლიტიკისთვის ერთ-ერთი ძირითადი, ეგზისტენციალური გამოწვევა იყო.

არსებობს ორი ძირითადი ფაქტორი, რის გამოც სომხურ-თურქულ ურთიერთობებში არსებულ ამ პრობლემების ერთობლიობას პრაქტიკულად გადაუჭრელს ხდიდა. მათ შორის ერთი – მძიმე ისტორიული მემკვიდრეობაა, პირველ რიგში, 1915 წელს სომხების გენოდიცი ოსმალურ იმპერიაში და მისი აღიარებისა და დაგმობის პრობლება. მეორე ფაქტორია თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოკავშირული ურთიერთობები, რომლებიც ძირითადად ხასიათდება ფორმულით- “ერთი ერი, ორი სახელმწიფო”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი