ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გულისამაჩუყებელია სომხეთის მხარდაჭერა თურქეთისადმი” – კლაარი

13 თებერვალი, 2023 • 2068
“გულისამაჩუყებელია სომხეთის მხარდაჭერა თურქეთისადმი” – კლაარი

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი გამოეხმაურა სომხეთის მიერ თურქეთის დახმარების საკითხს ტვიტერზე.

“თურქეთში მომხდარი ასეთი დიდი ტრაგედიის პირობებში, გულისამაჩუყებელია მეზობელი სომხეთისთვის მხარდაჭერის ხილვა და თანმდევი დადებითი რეაქციები მასზე”.

მაშველების გაგზავნის შემდეგ სომხეთმა თურქეთში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთიც [საკვები, მედიმაკენტები, წყალი და ა.შ] გაგზავნა სომხეთ-თურქეთის საზღვრით, რომელიც 1993 წლიდან დაკეტილია.

“ყოველთვის მემახსოვრება სომეხი ხალხის მიერ გაგზავნილი დახმარება მიწისძვრით დაზარებული ჩვენი ხალხს ტანჯვის შესამცირებლად”, – დაწერა ასევე ტვიტერზე სომხეთ-თურქეთის მოლაპარაკებებში ანკარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სერდარ ქილიჩმა.

სომხეთმა სირიაშიც გაგზავნა მაშველები და ჰუმანიტარული ტვირთი.

თურქეთისა და სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, ღამით მოხდა. დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 28 000-ს აჭარბებს.

ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და საკვების, წყლისა თუ სხვა რესურსების ნაკლებობას განიცდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი