ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში ჩავიდა

15 თებერვალი, 2023 • 1532
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში ჩავიდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარტ მირზოიანი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუდ ჩავუშოღლუს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

“კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სომხეთი მზადაა რეგიონში მშვიდობისა და თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთოებების დასამყარებლად, ასევე, სომხეთ-თურქეთის საზღვრის მთლიანად გასახსნელად”, – განაცხადა მიზროიანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე

მისივე თქმით, თურქეთის დედაქალაქში ჩავუშოღლუსთან შეხვდრის დროს სწორედ ამ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს და შეთანხმდნენ ხიდის – “ანი” ერთობლივ რემონტზე.

ამასთან, შეხვედრის დროს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა , რომ დიდად აფასაებს სომეხი მაშველების მუშაობას მიწისძვრით დაზარალებულთაა გადასარჩენად.

რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ფაშინიანმა სამძიმარი და მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტს და ხალხს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა დიდად აფასებს სომხეთის მხარდაჭერას და ხაზი გაუსვა ამ ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის დიალოგის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისითაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი