ტვ „პირველის“ ცნობით, თეა წულუკიანის ქმარმა ნუგზარ კაკულიამ ტელეკომპანიის ჟურნალისტს სატელეფონო ინტერვიუს დროს აგინა. როგორც ჟურნალისტი ყვება, მან კულტურის მინისტრის ქმარს დაურეკა სასამართლოს 15 თებერვლის გადაწყვეტილების თაობაზე.
კერძოდ, ჟურნალისტმა ჰკითხა: ბატონო ნუგო, თეა წულუკიანმა რომ სასამართლო მოუგო ქეთა გაბიანს, ამასთან დაკავშირებით გირეკავთ.
რაზეც კაკულიამ უპასუხა: რა გინდა, შე დედამ***ნულო, რატომ მირეკავ?!
ჟურნალისტის განმარტებით, მას სურდა კაკულიასთვის ეკითხა, ხომ არ იყო ორმაგი სტანდარტი სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება, როდესაც მოქალაქე ქეთა გაბიანს წულუკიანის მიმართ მუქარის გამო 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს მაშინ, როდესაც თავად კაკულიას „უხამსი და ძალადობრივი განცხადებების მიუხედავად, პასუხი არ უგია“.