ახალი ამბები

წულუკიანის მიმართ მუქარის გამო ქეთა გაბიანს 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა

15 თებერვალი, 2023 • 1473
წულუკიანის მიმართ მუქარის გამო ქეთა გაბიანს 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა

თეა წულუკიანის მისამართით „ფეისბუკზე“ დაწერილი სტატუსის გამო ქეთა გაბიანს სასამართლომ 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაბიანი დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის პირველ ნაწილში, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.

სქრინს თავად თეა წულუკიანი ავრცელებს

თეა წულუკიანის, როგორც დაზარალებულის ადვოკატი, პროცესზე მალხაზ სალაყაია იყო. სალაყაია „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ბრალი გაბიანს პროკურატურამ წარუდგინა, სასამართლომ კი გაიზიარა წარმოდგენილი მტკიცებულებები და გაბიანს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელი დააკისრა.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს ქეთა გაბიანთან დაკავშირებასაც. კომენტარის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი