ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ვცდილობთ საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას”

13 თებერვალი, 2023 • 4607
“ვცდილობთ საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყნებელობაზე მოსკოვი თბილისთან შეთანხმებას ცდილობს.

“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება განსაკუთრებულ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოგეხსენებათ, მათ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზები ფუნქციონირებს, ერთობლივად ვიცავთ სახელმწიფო საზღვრებს გარედან შესაძლო პროვოკაციების აცილების მიზნით. ვცდილობთ, საქართველოსგან მივაღწიოთ შეთანხმებას ამ ქვეყნების მიმართ ძალის გამოუყნებელობაზე. სწორედ ესაა რეგიონში სტაბილურობის საწინდარი”, – თქვა ზახაროვამ 13 თებერვლის ბრიფინგის დროს.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი