ახალი ამბები

Credit Suisse-მა 19 მლრდ დოლარის რუსული აქტივები გაყინა — მედია

13 თებერვალი, 2023 • 858
Credit Suisse-მა 19 მლრდ დოლარის რუსული აქტივები გაყინა — მედია

შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა 17.6 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (19 მილიარდ დოლარზე მეტი) ოდენობის რუსული აქტივები გაყინა, რაც ქვეყანაში დეკლარირებული რუსული აქტივების დაახლოებით მესამედია.

ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Sonntags Zeitung ავრცელებს.

Credit Suisse-ის მიერ გაყინული სახსრებიდან დაახლოებით 4 მილიარდი ფრანკი ეკუთვნის შვეიცარიის სანქციების ქვეშ მყოფ მოქალაქეებს, ხოლო დანარჩენი 13.6 მილიარდი ფრანკი ადამიანებს, რომლებიც სხვა სახელმწიფოების და ევროკავშირის შეზღუდვების სიაში არიან მოხვედრილი. ამ თანხაში ასევე შედის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკისა და სახელმწიფოს დაბლოკილი სახსრები.

მედიის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში შვეიცარიამ დააყადაღა უძრავი ქონების 15 ობიექტი. ზოგადად, ქვეყანაში რუსული აქტივების ღირებულება 46.1 მილიარდი ფრანკია.

მასალების გადაბეჭდვის წესი