რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დიმიტრი ოლისოვი საქართველოში შვეიცარიის საელჩოში არსებული რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელად დაინიშნა.
დიმიტრი ოლისოვი 2002 წლიდან მუშაობს რუსეთის დიპლომატიურ სამსახურში. ის 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.
ეს დეპარტამენტი კურირებს რუსეთის ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოსთან, რაც მიუთითებს ოლისოვის როლზე რუსეთ-საქართველოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, ოლისოვი სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ლატვიაში, ბრიუსელსა და გერმანიაში.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველო და რუსეთი გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები, რის შედეგადაც ორივე ქვეყნის საელჩოები დაიხურა. ამ ვითარებაში, შვეიცარიამ იკისრა შუამავლის როლი და 2009 წელს თბილისში გახსნა რუსეთის ინტერესთა სექცია შვეიცარიის საელჩოს ფარგლებში.ეს სექცია უზრუნველყოფს რუსეთის მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურებებს, მათ შორის პასპორტების გაცემას, ვიზების საკითხებსა და იურიდიულ დახმარებას.