ახალი ამბები

საქართველოს ელჩი თურქეთში და საელჩოს თანამშრომლები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ

12 თებერვალი, 2023 • 1356
საქართველოს ელჩი თურქეთში და საელჩოს თანამშრომლები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ

საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.

„მოვინახულებთ ქართველ მაშველებს, დავარიგებთ დახმარებას და შეძლებისდაგვარად მიწისძვრის ზონიდან გამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს,“ – წერს თავად ელჩი ფეისბუკზე.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა. ათობით მოქალაქე სტიქიის ზონიდან გადაყვანილია თურქეთის სხვა რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე ზოგიერთი მათგანი უკვე დაბრუნდა საქართველოში.


თურქეთისა და სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, ღამით მოხდა. დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 28 000-ს აჭარბებს.

ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და საკვების, წყლისა თუ სხვა რესურსების ნაკლებობას განიცდის.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი