ახალი ამბები

თურქეთში ნანგრევებიდან დედა და 10 დღის ბავშვი ამოიყვანეს

10 თებერვალი, 2023 •
თურქეთში ნანგრევებიდან დედა და 10 დღის ბავშვი ამოიყვანეს

თურქეთში, ჰათაის პროვინციაში, 10 დღის ჩვილი და დედა ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს.

როგორც BBC წერს, მათ ნანგრევებში 90 საათზე მეტი გაატარეს. ამჟამად ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბავშვის ფოტოს სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ ავრცელებს ტვიტერზე. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ნანგრევებიდან სტამბულიდან გაგზავნილმა მაშველების ჯგუფმა ამოიყვანეს. ამ დროისთვის სხვა დეტალები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცნობია.


თურქეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა, რის შედეგადაც, 10 თებერვლის დილის მონაცემებით, მხოლოდ თურქეთში 18 342 ადამიანი დაიღუპა და 74 242 დაშავდა. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია სირიაშიც, სადაც, სულ მცირე, 3 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი