ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე შესაძლო დივერსიის საფრთხეზე საუბრობს

10 თებერვალი, 2023 • 1205
აფხაზური მხარე შესაძლო დივერსიის საფრთხეზე საუბრობს

“აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახური და დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, სასიცოცხლო მნიშვნელობისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დივერსიის შესაძლო საფრთხის გამო, აფხაზეთში ოპერატიულ-სამძებრო ღონიძიებებს ატარებენ”.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია შესაბამის უწყებებზე დაყრნობით ავრცელებს.

აფხაზეთში შესაძლო ტერორისტულ საფრთხეზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ 2022 წლის დეკემბერშიც გამოაცხადეს. მაშინ, უშიშროების უწყების განცხადებამდე, აფხაზურმა ტელეგრამ არხმა АМРА-life-მა [რომლის წარმომავლობაც უცნობია] გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი  “საქართველოს მხრიდან აფხაზეთში დაგეგმილ ტერაქტებთან” დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.