ახალი ამბები

კონკურენციის სააგენტო ონლაინ მაღაზიებს ფასის საჯარო მითითებისკენ მოუწოდებს

9 თებერვალი, 2023 • 1378
კონკურენციის სააგენტო ონლაინ მაღაზიებს ფასის საჯარო მითითებისკენ მოუწოდებს

კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ონლაინ მაღაზიებს, რომ ამა თუ იმ პროდუქციის ფასი საჯაროდ მიუთითოს.

უწყება ამბობს, რომ “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია – გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად (მათ შორის სოციალურ ქსელში) ვაჭრობის შემთხვევაში. მოვაჭრედ ითვლება  ნებისმიერი პირი, რომელიც მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას ახორციელებს.

„ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ:
– საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია;
– საქონელი იყიდება აუქციონზე;
– გასაყიდად ხელოვნების ნიმუშია წარდგენილი.

  • იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და მომხმარებლის თვალწინ იწონება და იზომება, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ ის გასაყიდი ფასის იდენტურია.
  • რაც შეეხება სარეკლამო პოლიტიკას – რეკლამაში, რომელშიც გასაყიდი ფასია მითითებული, თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს ასევე ერთეულის ფასი.
  • იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების (მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა) ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − უნდა მიეთითოს მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას“, – წერს სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი