ახალი ამბები

ანასტასია გუბანოვას სახელი მოსკოვის საციგურაო ფესტივალის აფიშაზე

8 თებერვალი, 2023 •
ანასტასია გუბანოვას სახელი მოსკოვის საციგურაო ფესტივალის აფიშაზე

განახლება: საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის თქმით, სიცრუეა, თითქოს ანასტატია გუბანოვა მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.


საქართველოს ნაკრების წევრის, მოციგურავე ანასტასია გუბანოვას სახელი მოსკოვში დაგეგმილი ფესტივალის აფიშაზე გამოჩნდა.

საუბარია მოციგურავეთა ფესტივალზე „შეყვარებულები ფიგურულ სრიალზე“, რომელიც 14 თებერვალს უნდა გაიმართოს. მას მოსკოვის სპორტის დეპარტამენტი აფინანსებს.

ფესტივალის აფიშა, რომელზეც გუბანოვას სახელი გამოჩნდა.

ნეტგაზეთი კითხვებით დაუკავშირდა თავად ანასტასია გუბანოვას. მისი პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ინფორმაცია თავდაპირველად რადიო „თავისუფლებამ“ გაავრცელა.


ანასტასია გუბანოვა  ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრია. მან 28 იანვარს საქართველოს სახელით ფინეთის ქალაქ ესპოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა. 

არაერთი ჯილდოს პრიზიორი ანასტასია გუბანოვა რუსი მოციგურავეა, ის მოღვაწეობდა როგორც მოსკოვის, ასევე სანქტ-პეტერბურგის სხვადასხვა სპორტულ კლუბებში. 2021 წელს რუსეთის ფედერაციამ უფლება მისცა გუბანოვას, საქართველოს სახელით გამოსულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი