ახალი ამბები

ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია — საქართველოს I ოქრო ფიგურულ ციგურაობაში

28 იანვარი, 2023 • 1583
ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია — საქართველოს I ოქრო ფიგურულ ციგურაობაში

ფინეთის ქალაქ ესპოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში ფიგურულ ციგურაობაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ პირველი ადგილი დაიკავა.

გუბანოვამ გუშინ მოკლე პროგრამაში მოახერხა მცირე ოქროს მედლის მოპოვება. დღევანდელ ასპარეზობაში კი ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში 130.10 ქულა მოაგროვა და 199.91 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა.

ანასტასია გუბანოვამ ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

„კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე და გამორჩეული მოვლენა, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული სპორტის ზამთრის სახეობების ისტორიაში. ქართველ მოციგურავეთა წარმატებების საგანძურს ყველაზე ძვირფასი — ევროპის ოქროს მედალი შეემატა და ეს ყველაფერი ისევ პირველად“, — ნათქვამია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესვე მოცეკვავე წყვილებს შორის იასპარეზებენ გიორგი რევია და მარია კაზაკოვა, რომლებიც პირველი გამოსვლის შემდეგ მე-8 ადგილზე არიან. ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს სახელით ასევე მიიღეს მონაწილეობა ნიკა ეგაძემ და მორის ყვითელაშვილმა, რომლებიც მე-7 და მე-16 ადგილზე გავიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი