ახალი ამბები

ჩემთვის მერაბიშვილთან პოლიტიკური მომავლის დაკავშირება გამორიცხულია – ხოშტარია

7 თებერვალი, 2023 • 969
ჩემთვის მერაბიშვილთან პოლიტიკური მომავლის დაკავშირება გამორიცხულია – ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობა მისთვის წითელი ხაზია. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

ამასთან, ხოშტარიას თქმით, ინფორმაცია აქვს, რომ მერაბიშვილი ჩართული იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში, რაც პარტიის თავმჯდომარის ცვლილებით დასრულდა.

„ჩვენ მერაბიშვილის უშუალო საკითხზე, რომელიც ამ მთელ პროცესში [ენმ-ში მიმდინარე პროცესებში] იღებდა მონაწილეობას ჩემი ინფორმაციით, მე მაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, პერსონალურადაც ძალიან მძიმე დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ და ჩემთვის მასთან პოლიტიკური მომავლის დაკავშირება არის სრულიად გამორიცხული, ამას ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, აბსოლუტური წითელი ხაზია“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი