ახალი ამბები

მთავრობის კანცელარიასთან ენმ-ს აქცია მიმდინარეობს

7 თებერვალი, 2023 • 999
მთავრობის კანცელარიასთან ენმ-ს აქცია მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები საპროტესტო აქცის გასამართად მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

აქციის მთავარი მოთხოვნებია მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება.

აქციაზე მივიდა პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. ის ამბობს, რომ ამიერიდან ხელისუფლების წარმომადგენლებს მძიმე დღეები დაუდგათ, რადგან პროტესტი იქნება ყველგან.

„დღეს, 21:00 საათზე, საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში. საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რაიონში, ქალაქში, კონკრეტულ ლოკაციებს, საათებსა და დღეებს – ხვალიდან პროტესტი იქნება ყველგან, მათ შორის, დედაქალაქში, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მათ შორის, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან და სახელმწიფო დაწესებულებებსთან“, — დასძინა მან.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ.

სააკაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში სტრასბურგში გაასაჩივრებენ. ენმ კი ამბობს, რომ იწყებს პერმანენტულ აქციებს.

ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი