საზოგადოება

ყოფილი ლიდერები სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ

7 თებერვალი, 2023 • 1347
ყოფილი ლიდერები სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ქართველი და უცხოელი ყოფილი პოლიტიკური ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ მიხეილ სააკაშვილის დასავლეთის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით.

განცხადებაზე ხელმომწერები  შეშფოთებას გამოთქვამენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე და მძიმე მეტალებით მის შესაძლო მოწამვლაზე და პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ. ისინი ეყრდნობიან საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმისა და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებებს, რომლის თანახმადაც სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოში ვერ შენარჩუნდება და პროცესი მისი არაადამიანური სიკვდილით დასრულდება.

„არაადამიანური მოპყრობის შედეგად პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოს ციხის საკანში გარდაცვალება ძალიან საზიანო შიდა და გარე პოლიტიკურ შედეგებს მოუტანს საქართველოსთვის და გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას. ასეთ ფატალურ შედეგს ვერ მივიღებთ. ჩვენ არ შეგვიძლია ჩუმად ვუყუროთ, როგორ მოკვდება პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში. ის სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“, — ნათქვამია განცხადებაში.

ინგლისურენოვანი განცხადება PR Newswire-ის გვერდზე გამოქვეყნდა. მარკეტინგულ პლატფორმას განცხადება გიული ალასანიას მიერ დაქირავებულმა საკონსულტაციო კომპანია GlobalPoint International-მა მიაწოდა. PR Newswire-ის თანახმად, განცხადებას 150-ზე მეტი ხელმომწერი (გამოქვეყნებულია 30) ჰყავს, მათ შორის არიან:

  1. გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 2013-2018 წწ
  2. ვაირა ვიკე-ფრაიბერგა, NGIC-ის თანათავმჯდომარე, ლატვიის პრეზიდენტი 1999-2007 წწ
  3. ჰიკმეტ ჩეტინი, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე 1997-1999 წლებში, ვიცე-პრემიერი 1995, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1991-1994 წწ.
  4. მარია ფერნანდა ესპინოზა, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე პრეზიდენტი
  5. იან ფიშერი, ჩეხეთის პრემიერ მინისტრი 2009-2010 წლებში
  6. უოლტერ ფუსტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალური დირექტორი 1993-2008 წწ.
  7. კირილ გაბურიჩი, მოლდოვის პრემიერ მინისტრი 2015 წ
  8. მლადენ ივანიჩი, ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდენტი 2014-2018 წწ
  9. ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის პრეზიდენტი 2006-2016 წლებში
  10. ივო იოსიპოვიჩი, ხორვატიის პრეზიდენტი 2010-2015 წლებში
  11. იადრანკა კოსორი, ხორვატიის პრემიერ მინისტრი 2009-2011 წლებში
  12. ალექსანდრე კვასნევსკი, პოლონეთის პრეზიდენტი 1995-2005 წლებში
  13. ივ ლეტერმი, ბელგიის პრემიერ მინისტრი 2008, 2009-2011 წწ.
  14. ზლატკო ლაგუმჯია, ბოსნია და ჰერცეგოვინის პრემიერ მინისტრი 2001-2002 წლებში, ვიცე-პრემიერი 1993-1996, 2012-2015 წწ.
  15. იგორ ლუკშიჩი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი 2010-2012 წლებში
  16. გიული ალასანია, საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა
  17. როზენ პლევნელიევი, ბულგარეთის პრეზიდენტი 2012-2017 წწ
  18. პეტრე რომანი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი 1989-1991 წლებში, პარლამენტის თავმჯდომარე 1996-1999 წწ.
  19. ლაიმდოტა სტრაუიუმა, ლატვიის პრემიერ მინისტრი 2014-2016 წწ
  20. პეტარ სტოიანოვი, ბულგარეთის პრეზიდენტი 1997-2002 წწ
  21. ისმაილ სერაგელდინი, NGIC-ის თანათავმჯდომარე, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი 1992-2000 წწ.
  22. ჰედვა სერი, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი
  23. ბორის ტადიჩი, სერბეთის პრეზიდენტი 2004-2012 წლებში
  24. ეკა ტყეშელაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი 2010-2012 წწ
  25. ფილიპ ვუიანოვიჩი, მონტენეგროს პრეზიდენტი 2003-2018 წწ
  26. რაიმონდს ვეიონისი, ლატვიის პრეზიდენტი 2015-2019 წწ
  27. კატერინა იუშჩენკო, უკრაინის პირველი ლედი 2005-2010 წწ
  28. ვიქტორ იუშჩენკო, უკრაინის პრეზიდენტი 2005-2010 წლებში, პრემიერ მინისტრი 1999-2001 წწ.
  29. ვალდის ზატლერსი, ლატვიის პრეზიდენტი 2007-2011 წლებში
  30. როვშან მურადოვი,  ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრის გენერალური დირექტორი

მასალების გადაბეჭდვის წესი