საზოგადოება

კიევი: გადმოგვეცით სააკაშვილი

7 თებერვალი, 2023 • 834
კიევი: გადმოგვეცით სააკაშვილი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია.

კიევის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების შეფასება მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმეზე და უარი განაცხადა მის საზღვაგარეთ სამკურნალოდ გაშვებაზე.

უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშების გასწორება და უკრაინას გადასცეს.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას, რომელიც უნდა იყოს გათავისუფლებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დღეიდან პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას და გადადის ყოველდღიური პროტესტის რეჟიმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი