ახალი ამბები

დამკვირვებლის ცემას საია საოლქოში ასაჩივრებს

30 მაისი, 2010 • • 1148
დამკვირვებლის ცემას საია საოლქოში ასაჩივრებს

ამ წუთებში ნინო ტავლალაშვილი ოლქში საჩივარს ადგენს და აყენებს უბნის საარჩევნო კომისიის წევრების პასუხისმგებლობის, ასევე, სისხლისა სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს. იგი საარჩევნო უბნის ბათილად ცნობასაც მოითხოვს. 

ნინო ტავლალაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, უბნის დამკვირვებელ სულხან ფალავანდიშვილის ცემის შესახებ ყვება და  ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ არეულობა ბათუმის 79-ე ოლქის მე-3 საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცედურის დასრულების და შედეგების შეჯამების შემდეგ მოხდა.

საიას დამკვირვებელმა, სულხან ფალავანდიშვილმა დააფიქსირა, რომ რეგისტრაციაში არსებულ ამომრჩეველთა რაოდენობას საარჩევნო ბიულეტენის რაოდენობა ერთით აჭარბებდა. ტავლალაშვილი ამბობს, რომ გამოძიების მიზნით, კომისიამ დალუქული მასალები გახსნა. ამ დარღვევის დაფიქსირების მიზნით, დამკვირვებელმა საჩივარი შეადგინა, რომელიც კომისიის მდივანმა არ ჩაიბარა. ყოველივე ამას კი საარჩევნო კომისიაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ  წევრთა მხრიდან სულხან ფალავანდიშვილის მიმართ აგრესია მოყვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი