ახალი ამბები

2-3 დღეში საქმეს გავაგზავნით სტრასბურგში – ხაჭაპურიძე

6 თებერვალი, 2023 • 902
2-3 დღეში საქმეს გავაგზავნით სტრასბურგში – ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ისინი საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში 2-3 დღეში გააგზავნიან.

ჟურნალისტებთან საუბარში ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალი არ არსებობს. სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ასეთი გადაწყვეტილებას იღებენ, ხომ წარმოგიდგენიათ, სხვა ადამიანების უფლებები რა მდგომარეობაში და როგორი დაუცველია.

„ჩვენ ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ იმიტომ, რომ ეტაპები იქნეს სწრაფად გავლილი და გაგზავნილი იყოს სტრასბურგის სასამართლოში. და მეორე მხრივ, 2-3 დღეში, რეგლამენტის 39-ე მუხლით გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში, ეს ადამიანი არის გადასარჩენი“,- დასძენს ის.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება.

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა. ამ პერიოდში ჩატარდა 15 სხდომა.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი