ახალი ამბები

ახლა იქნება სტრასბურგი – გიული ალასანია პროცესის შემდეგ

6 თებერვალი, 2023 • 690
ახლა იქნება სტრასბურგი – გიული ალასანია პროცესის შემდეგ

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, ოჯახი გეგმავს, რომ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში წაიღოს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან/და გათავისუფლების შესახებ და სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარში გიული ალასანია ამბობს, რომ „ამ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არ შეიძლებოდა სხვა გადაწყვეტილება ყოფილიყო.

„მთელი მსოფლიო, მთელი პროგრესული საზოგადოება ჩემი შვილის მხარესაა. გადახედეთ იმ რეზოლუციებს, რომელსაც ყოველდღე იღებს სხვადასხვა ქვეყანა.

ახლა იქნება სტრასბურგი“, – დასძენს ის.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება.

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა. ამ პერიოდში ჩატარდა 15 სხდომა.

ვრცლად:

მოსამართლემ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.