ახალი ამბები

თუ უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს, საქართველოს შეუძლია ტერიტორიების დაბრუნება დაივიწყოს – ჰოჯესი

4 თებერვალი, 2023 • 1332
თუ უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს, საქართველოს შეუძლია ტერიტორიების დაბრუნება დაივიწყოს – ჰოჯესი

ამერიკელ გენერალ-ლეიტენანტსა და ევროპაში აშშ-ის ჯარის ყოფილ სარდალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ თუ უკრაინა რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოდესმე დაბრუნება დაივიწყოს.

ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ვფიქრობ, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს რა სურს. სად უნდა რომ იყოს მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება? თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს და რუსეთი დონბასისა და ყირიმის ნაწილებს შეინარჩუნებს, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოდესმე დაბრუნება დაივიწყოს.

რაც უკრაინაში ხდება, უკრაინის ფარგლებს სცდება. ესაა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვის, სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო კანონის პატივისცემის დაცვის იდეა. ასე რომ, საქართველო უკრაინის წარმატებას უნდა იმედოვნებდეს“, – აცხადებს ბენ ჰოჯესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი