ახალი ამბები

არსად არ „გავსულვარ“, როგორც ვთანამშრომლობდი, ზუსტად ისე ვაგრძლებ – ჯაფარიძე

4 თებერვალი, 2023 • 1102
არსად არ „გავსულვარ“,  როგორც ვთანამშრომლობდი, ზუსტად ისე ვაგრძლებ – ჯაფარიძე

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ თანამშრომლობას ზუსტად ისე გააგრძელებს, როგორც აქამდე თანამშრომლობდა ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ქვეყნის დასავლური მომავლის ბედი აღელვებს.

„არსად არ „გავსულვარ“. არანაირი „განხეთქილება“ ბუნებაში არ არსებობს. როგორც ვთანამშრომლობდი, ზუსტად ისე ვაგრძლებ როგორც დროასთან და სტრატეგიასთან, ისე ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ამ ქვეყნის დასავლური მომავლის ბედი აღელვებს. ნუ დაუჯერებთ ყველა სულელს ან საკუთარი დღის წესრიგის მქონეს“, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 2 თებერვალს განაცხადა, რომ ამჟამად დიდი ოპოზიციური ერთობის შექმნის პირობები არ ჩანს და ამ საკითხს მომავალ წელს დაუბრუნდებიან. ამის შესახებ მან „გირჩი ტვ-ის“ ეთერში ისაუბრა.

თუმცა, ჯაფარიძის თქმით, გარკვეულ საკითხებზე ოპოზიციასთან, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „დროასთან“ კოორდინაციას გააგრძელებს.

ამასთან, ჯაფარიძე ამბობს, რომ კოორდინაციის იქით სხვა რამეზე, მათ შორის არჩევნებისთვის ერთიან სიაზე ,საუბარიც არ ყოფილა.

ბოლო თვეებია „გირჩი-მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის კოორდინიცია მიმდინარეობდა. საუბარი იყო დიდი ოპოზიციური ერთობის შექმნაზეც. ამასთან, აღნიშნულმა პარტიებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 24 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციის მოწყობა დააანონსეს. მათი თქმით, შეკრების მიზანი იქნება როგორც უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვა, ისე საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის დაფიქსირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი