ახალი ამბები

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი კობიაშვილი აირჩიეს

4 თებერვალი, 2023 • 791
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი კობიაშვილი აირჩიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მოქმედი პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მესამე ვადით აირჩიეს. არჩევნები დღეს, 4 თებერვალს, გაიმართა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში კობიაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო და მას კონკურენტი არ ჰყავდა.

აღნიშნულ პოზიციაზე ფედერაციაში კობიაშვილი 29 სუბიექტმა წარადგინა.

კობიაშვილი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.


ბოლო დროს, რამდენიმე სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციაში ამა თუ იმ თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები მხოლოდ ერთი კანდიდატის პირობებში ჩატარდა. იგივე მოხდა რამდენიმე სპორტულ ფედერაციასა და სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ იმ ორგანიზაციების ჩამონათვალს, სადაც ბოლო პერიოდში ხელმძღვანელებისა და წევრების თანამდებობებზე კანდიდატები კონკურენციის გარეშე აირჩიეს:

ერთკანდიდატიანი არჩევნები

მასალების გადაბეჭდვის წესი