ახალი ამბები

აშშ უკრაინას GLSDB ჭურვებს გადასცემს – პენტაგონი

4 თებერვალი, 2023 • 1942
აშშ უკრაინას GLSDB ჭურვებს გადასცემს – პენტაგონი

აშშ  უკრაინას 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

მან დაადასტურა, რომ უკრაინა მიიღებს GLSDB ჭურვებს, რომელთა  მოქმედების მანძილი 150 კილომეტრია.

აქამდე უკრაინელი სამხედროების ხელთ არსებული HIMARS-ის მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემებს დაახლოებით 80 კილომეტრის მანძილზე მოქმედება შეეძლოთ.

ამავდროულად, აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის: ATACMS რაკეტები, 250 ჯაველინი, 155 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალა და 120 მმ ნაღმტყორცნები, 190 მძიმე ტყვიამფრქვევი საბრძოლო მასალით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.