ახალი ამბები

ენმ-ში შიდაპარტიული არჩევნები ყველა ქალაქში უნდა გაიმართოს — მელია

2 თებერვალი, 2023 • 1267
ენმ-ში შიდაპარტიული არჩევნები ყველა ქალაქში უნდა გაიმართოს — მელია

თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, ნიკა მელიას აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თბილისის და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა არჩევნების უნდა გაიმართოს.

ამის შესახებ მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„იყო მუდმივი ღირებულებითი ბრძოლა [პარტიაში]. მე ვცდილობდი და მომავალშიც ვეცდები, რომ ჩემი და ჩემი თანამოაზრეების იდეა იყოს გამარჯვებული, რაც ამ პარტიას, საბოლოო ჯამში, მოუტანს გამარჯვებას. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვანია. ამომრჩეველმა ამ ეტაპზე გადაწყვიტა ასე [ხაბეიშვილის არჩევა], რაც მე მივიღე, მივულოცე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე კონსტრუქციულად, ცივილიზებულ ჩარჩოებში არ მოვაქციო პროცესი. ხვალ და ზეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს გადავიყვანთ საზღვარგარეთ, მე ვფიქრობ, ყველა დიდ ქალაქში, ყველა საკვანძო პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე უნდა წარიმართოს არჩევნები. ბათუმში ბათუმის პარტიის თავმჯდომარე უნდა ავირჩიოთ, თბილისში — თბილისის და ა.შ.“ ,— განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო სიის შედგენა, რა პროცესშიც პარტიამ ბოლო 2 არჩევნებზე დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს და სიის დაკომპლექტება ამომრჩევლებს უნდა მიანდოს.

მისი თქმით, პარტიული რეფორმების გატარებისთვის ცუდი დროა, როცა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ციხეში რჩებიან.

ახლა ლევანის ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი — მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი